LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რომელ ასაკშია ადამიანი ყველაზე ბედნიერი

127
happy-group-of-friends

ადამიანი თავს ყველაზე ბედნიერად 70 წლის ასაკში გრძნობს. ასეთ დასკვნამდე გერმანელ მეცნიერთა ჯგუფი შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად მუშაობის დროს მივიდა.

კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა 460 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცდის პირების მთავარი დავალება მთელი განვლილი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ თავთან დამოკიდებულის აღწერა იყო. სპეციალისტები სუბიექტური კეთილდღეობის მთავარ კომპონენტებზე კონცენტრირდნენ, ისეთზე როგორიცაა – ცხოვრებით კმაყოფილება, ასევე დადებითი და უარყოფითი ემოციური მდგომარეობები.

შედეგებმა აჩვენა, რომ ცხოვრებით კმაყოფილება და ბედნიერების დონე 9-დან 16 წლამდე მცირდება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს გარდატეხის ასაკში სხეულის ცვლილებას უკავშირდება. 16 წლის შემდეგ მაჩვენებლები იზრდება და პიკს 70 წლის ასაკში აღწევს, შემდეგ კი ისევ მცირდება.

ამასთან, ადამიანები ყველაზე ხშირად ნეგატიურად ემოციებს 9-დან 22 წლამდე ასაკში განიცდიან, ასევე 60 წლის შემდეგაც. ზრდასრულ ასაკში ეს მაჩვენებლები შრომისუნარიანობის შემცირებას, ჯანმრთელობის გაუარესებას, ასევე სოციალური აქტივობის კლებას უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები