მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც ყველაზე იშვიათ დაავადებებს ებრძვის. გამოცემა Live Science-ის ინფორმაციით, მოლეკულა ხელს უშლის იმ მუტაციას, რომელიც მიტოქონდრიულ დნმ-ს აზიანებს.
მიტოქონდრია უჯრედების ენერგიის მთავარი წყაროა. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ის სხეულში მიმდინარე პროცესებისთვის საჭირო ენერგიებს გამოიმუშავებს.
როგორც იტალიელმა მეცნიერმა კარლო სიკომიმ განაცხადა, მუტაციები სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება და ხშირ შემთხვევაში მათთან საბრძოლველად წამლებიც არ არსებობს. ახალი მიგნება კი მედიცინაში ნამდვილი გარღვევა იქნება.
მეცნიერები მოლეკულის გამოყენებით ახალი პრეპარატის შექმნაზე უკვე მუშაობენ. თუკი კვლევა წარმატებით დასრულდება, მაშინ მძიმე გენეტიკურ დაავადებებთან ბრძოლა რეალური გახდება.
საინტერესოა, რომ მსგავს დაავადებებს მსოფლიოს ყოველი 10 ათასი მკვიდრიდან ერთი ებრძვის.