მეცნიერებს „სიყვარულისგან განსაკურნებელი“ აბების შექმნა სურთ. ბრიტანელმა სპეციალისტებმა მუშაობა უკვე დაიწყეს და დიდი იმედი აქვთ, რომ სულ მალე რომანტიკული გრძნობების დაძლევა ბევრად მარტივი გახდება. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ახალი ანტიბიოტიკი განშორება განცდილ ადამიანებს მძიმე ემოციური ფონის დაძლევაში დაეხმარება და საყვარელი ადამიანის დაკარგვაც ნაკლებად მტკივნეული იქნება.
გარდა ამისა, „ანტისიყვარულის“ აბი ღელვასა და სტრესებსაც ბევრად შეამცირებს. შესაბამისად, მედიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ინოვაციური წამალი ბაზარზე გამოსვლისთანავე ძალიან მოთხოვნადი გახდება.