ჩემოიონთა ლიგაზე პირველი ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა. თუ „ტოტენჰემის“ გასვლა მოსალოდნელი იყო (1:0 მოიგო დორტმუნდში), „რეალმა“ შინ მორიგი ფიასკო განიცადა და სამარცხვინოდ წააგო პატარა ბიჭებით გადავსებულ „აიაქსთან“ – 1:4.
საინტერესო ფაქტები:
„რეალი“ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვეღარ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.
„რეალი“ პირველად გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან/თასიდან გასვლაზე პირველი მატჩის მოგების შემდეგ. ასევე პირველად გაუშვა ლიგის გათამაშებაში „ბერნაბეუზე“ ორი გოლი მე-18 წუთისთვის.
„რეალმა“ 6 თამაში წააგო დიდი ანგარიშით სეზონში პირველად 68 წლის განმავლობაში – 1950/51 წლების შემდეგ.
„რეალმა“ ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად წააგო ოთხი საშინაო მატჩი მიჯრით – ეს ანტირეკორდის განმეორებაა. 2003/04 წლების სეზონში მადრიდელებმა წააგეს „ოსასუნასთან“, „ბარსელონასთან“, „მალიორკასთან“ და „სოსიედადთან“. ახლა კი „ჟირონასთან“, „აიაქსთან“ და ორჯერ „ბარსასთან“.
„რეალმა“ მხოლოდ მესამედ გაუშვა ლიგის საშინაო მატჩში 4 გოლი. აქამდე მადრიდისთვის ამდენი გაუტანია „ბაიერნს“ (2:4 – 2000 წ) და „შალკეს“ (3:4 – 2015)
„რეალი“ 2006 წლის შემდეგ პირველად გავარდა მარტისთვის ჩემპიონთა ლიგიდან, ესპანეთის თასიდან და ლა ლიგაში ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება. იმ ჩავარდნის შემდეგ ფლორენტინო პერესი გადადგა.
„აიაქსი“ მეორე გუნდია, რომელსაც „რეალი“ სამჯერ ყავს დამარცხებული „სანტიაგოზე“ ევროთასების მატჩებში (1:0 1973-ში, 2:0 1995 წელს და 4:1 ახლა). პირველი იყო „იუვენტუსი“ (1:0 1962 წელს, 2:0 2008-ში და 3:1 შარშან).
„აიაქსმა“ ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველად მოიგო ლიგაზე სტუმრად დიდი ანგარიშით.
ტადიჩი „აიაქსის“ მეორე მოთამაშეა ლიტმანენის გარდა, რომელმაც ლიგის ერთ სეზონში 6 გოლი გაიტანა.
„აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად გავიდა 16 წლის განმავლობაში.
„ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად გავიდა ბოლო 8 წლის განმავლობაში.
„ტოტენჰემმა“ ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე სერია 18 მატჩამდე გააგრძელა.
ტოპ 5 ლიგაში აღარ დარჩა გუნდი, რომელსაც ძირითად დროში შინ წაგება აღარ ქონდეს. ბოლოს „დორტმუნდმა“ წააგო.
ჰარი კეინმა გადაასწრო დეფოს და ევროთასებზე „ტოტენჰემის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
— Drafts 2.0 (@drafts_2) March 5, 2019