LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეფეების ავტომობილი: შვეიცარიულ-ესპანური ფრანგი – Hispano-Suiza

162
28984449518_d6c0947740_b

1920-30-იანი წლების ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ავტომობილები გამოდიოდა “Hispano-Suiza” სახელით, რომელიც ესპანურ კაპიტალსა და შვეიცარულ საინჟინრო იდეის ერთობლიობას აღნიშნავდა. მიუხედვად ამისა, ეს მარკა ფართოდ არის გავრცელებული როგორც… ფრანგული!

აღორძინების პერიოდში Hispano-Suiza დამსახურებულად მიიჩნეოდა ავტომობილების მეფედ, მისი პროდუქცია კი მეფეების ავტომობილებად. თუმცა სპარსეთის შაჰის, ესპანეთის დიქტატორ ფრანკოსა და რუმინეთის მეფის გვერდიგვერდ მისი კლიენტები იყვნენ სახელგანთქმული იტალიელი მრბოლელი გრაფ კარლო ფელიჩე ტროსი, ბანკირი ენტონი როტშილდი, მხატვარი პაბლო პიკასო, რომ არაფერი ვთქვათ ჰოლივუდის ვარსკვლავებზე.

ამ მანქანებზე დადის მრავალი ლამაზი ლეგენდა. აი ერთ-ერთი მათგანი: გასული საუკუნის 30-იანი წლები. პარიზის ცენტრში ელისეის მინდვრებზე დგას უახლესი ავტომობილი, მის ქვეშ მოფენილია ქაღალდის სუფთა ფურცელი, ირგვლივ კი რამდენიმე ადამიანი ზის და ქაღალდს ათვალიერებენ. მანქანამ ეს წუთია პარიზი-ნიცა-პარიზის მარშრუტით შეუჩერებლივი რბოლა დაასრულა. ცნობილმა ჟურნალისტმა შარლ ფარომ გადაწყვიტა ეჩვენებინა თუ რამდენად კარგია ეს მანქანა. და აი ახლა ყველა ელის თუ როდის ჩამოვარდება ქაღალდზე ზეთის თუნდაც ერთი წვეთი. ვერ მოესწრნენ… ეს ხომ “Hispano-Suiza”-აა.

მარკის ისტორიის ფესვები მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოდის. 1901 წელს ახალგაზრდა შვეიცარიელმა ინჟინერმა მარკ ბირკიგტმა, ვერ იპოვა რა ღირსეული სამსახური სამშობლოში, შევიდა აკუმილატორებისა ა ელექტრო ავტობუსების მწარმოებელ ესპანურ კომპანიაში. გარკვეული დროის შემდეგ, მან მფლობელის, ემილიო ლა კუადრასგან ბენზინის ძრავიანი მანქანის აგების ნებართვა მიიღო.

ასე დაიბადა “La Cuadra” – პირველი ესპანური ავტომობილი. მას კომერციული წარმატება არ ჰქონია, მხოლოდ ექვსი ეგზემპლარის აწყობა მოხერხდა, სანამ კომპანია ფინანსურ პრობლემებში არ გაეხვია. ახალმა მფლობელმა კასტრომ მანქანების გამოშვება უკვე საკუთარი სახელით აღადგინა. თუმცა არც ეს ეტაპი აღმოჩნდა ხანგრძლივი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები