მართალია, ბოლო დროს მეგან ფოქსი იშვიათად მონაწილეობს ფოტოსესიებსა და სარეკლამო კამპანიებში, მაგრამ “ტრანსფორმერების” ვარსკვლავი და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალბატონი მაინც დათანხმდა Frederick’s of Hollywood-ის თეთრეულის ახალი ხაზის რეკლამარებას.
2016 წლიდან მეგანი არა მხოლოდ ბრენდის სახეა, არამედ მისი თანამფლობელი და კოლექციების თანაავტორიც. საკუთარ Instagram-ში და ბრენდის საიტზე ფოქსმა უკვე გაუზიარა თაყვანისმცემელს ახალი სარეკლამო ფოტოსესიის პირველი კადრები და დადებითი შეფასებაც მიიღო.
32 წლის მსახიობმა და სამი შვილის დედამ სულ ცოტა ხნის წინ ჯეიმს ფრანკოს ფილმზე “ზეროვილი” (Zeroville) დაასრულა მუშაობა, 2019 წელს კი, მულტიპლიკაციური ფილმის “ნაია: ლეგენდა ოქროს დელფინზე” ერთ-ერთ პერსონაჟს გაახმოვანებს. (ფოტოები)