მომღერალი, დათუნა მგელაძე საზოგადოებას თავისი ახალ სიმღერისა და ვიდეოკლიპის პრემიერას უზიარებს.
მომღერალი გულწრფელ მადლობას უხდის ყველას, ვინც კლიპის შექმნაში მიიღო მონაწილეობა:
„მეგობრებო, დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, უდიდესი სიხარულით გიზიარებთ ჩემი ახალი სიმღერისა და ვიდეო კლიპის პრემიერას. ამ ნამუშევარში დიდი შრომა და გულია ჩადებული. ახლა კი ის თქვენია! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ გამოვიდოდა ჩემი უნიჭიერესი მეგობრისა და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალის, ზაზა ხუბუკელაშვილის გარეშე. მადლობა ზაზა!
არაჩვეულებრივი ტექსტისთვის – მადლობა ირინა სანიკიძეს, რომელმაც ასე ლამაზად გადმოსცა ეს ყველაფერი. და რა რათქმა უნდა დიდი მადლობა უნიჭიერეს რეჟისორს, ასევე ჩემს მაგარ მეგობარს – სერგო ეგოიანს.
მადლობა ულამაზეს ანიტას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მცირე ოდენი წვლილი მაინც შეიტანა ჩემი კლიპის გალამაზებისთვის ნოე სულაბერიძემ, მადლობა ძმაო მიშო შოთი მადლობა, ვასილ ოტიურიძე, მადლობა შენ ძმაო
ველი თქვენს ობიექტურ შეფასებებს, ემოციებს და გულწრფელ გამოხმაურებას“, – წერს დათუნა მგელაძე სოციალურ ქსელში.