LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგრელივით კრეატიული: შიშველი ფანი და ნეიმარის საუკეთესოები

161
2749388-56809770-2560-1440

ფანმა შიშველმა გაირბინა ლისაბონში ვაიგლის „ბენფიკაში“ გადასვლის გამო.
დეკემბრის შუაწელს ახალგაზრდამ დაწერა: „თუ ვაიგლი „ბენფიკაში“ გადმოვა, კილომეტრს გავირბენ შიშველი“. 24 წლის გერმანელის ტრანსფერი შედგა და ფეხბურთელმაც მიწერა ფანს: „მიდი!“
ბიჭმა სიტყვა შეასრულა და მხოლოდ „ბენფიკას“ შარფი მოიხვია.
„სიტყვის კაცი“ – დაწერა ვაიგლმა და გულშემატკივარს მაისური დაპირდა.

 

ნეიმარმა საუკეთესო მცველი დაასახელა ვის წინააღმდეგაც უთამაშია.
„მე ყოველთვის გამოვყოფდი სერხიო რამოსს. კიდევ სამ არაამქვეყნიურ ბიჭთან მომიწია თამაში – ჟერარ პიკე, ტიაგო სილვა და მარკინიოსი“.
გარდა ამისა, ნეიმარმა ტოპ 5 ფეხბურთელი შეადგინა, ოღონდ ბრაზილიელების ჩაუთვლელად: მესი, სუარესი, მბაპე, პოგბა და აზარი.

 

კრიშტიანო რონალდომ ფოტო დადო სავარჯიშო დარბაზიდან. მისი კუნთების ალბათ შვარცნეგერსაც შეშურდებოდა.

 

ფიფას ყოფილმა მსაჯმა, არგენტინელმა პაბლო ლუნატიმ შვილს… სანტიაგო ბერნაბეუ დაარქვა. რასაკვირველია, მადრიდული სტადიონის გამო.

„სიტის“ სატრანსფერო პრიორიტეტებია – ცენტრალური და მარცხენა მცველები.

იკარდი პსჟ-ში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან 17 გოლი გაიტანა 19 შეხვედრაში.

მილანელი დალ პინო სერია ა-ს პრეზიდენტად აირჩიეს.

 

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალს „ვალენსია“-„რეალის“ მატჩს ქალაქ ჯიდაში 41 ათასი მაყურებელი დაესწრო. არენა კი 62 ათასს იტევს.

ლუკა მოდრიჩმა მე-5 გოლი გაიტანა სეზონში და კარიერაში საუკეთესო შედეგი გაიმეორა.

ტონი კროოსმა პირდაპირ კუთხურიდან შეაგდო ბურთი.

„რეალი“ არ აგებს 15 მატჩია ზედიზედ – საუკეთესო სერია 2017 წლის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები