LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეკარემ მატჩის დროს საკუთარ კართან მოისაქმა

54
Capture

„სენ-ბრევენ ლე პენის“ გუნდის მეკარემ წითელი ბარათი მიიღო იმისთვის, რომ მატჩის მსვლელობისას, საკუთარ კართან ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილა, წერს Ouest-France.

ინციდენტი მოხდა Regional 2-ის (რანგით ფრანგული ფეხბურთის მე-7 დონე) „მარეი-სურ-ლე-დისესთან“ შეხვედრისას. ანგარიში 1:1 იყო, როდესაც მეკარემ, რომლის სახელი არ არის მითითებული, საკუთარ კართან მოისაქმა. მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა „აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელისთვის“ – ასე შეაფასა მსაჯმა მეკარის საქციელი.

ფეხბურთელმა დაახლოებით მე-60 წუთზე მოშარდა, როდესაც ბურთი მეტოქის მოედანზე იყო. წყარო უთითებს, რომ მან კაპიტანს თხოვა მსაჯისგან გასვლის ნებართვა აეღო, მაგრამ ვეღარ მოითმინა.

„სენ-ბრევენის“ ფეხბურთელებმა გადაწყვეტილების გაპროტესტება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. არ არის გამორიცხული მეკარეს დისკვალიფიკაცია მისცენ.

თამაში კი „მარეიმ“ 3:2 მოიგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები