LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხანძრეების ფანმა მათთან შეხვედრის სურვილით საკუთარი სახლი დაწვა

108
Capture

დიდ ბრიტანეთში განაჩენი გამოუტანეს მეხანძრეების დიდ გულშემატკივარს, რომელმაც მათთან შეხვედრის სურვილით თავისი სახლიც კი დაწვა. ამის შესახებ Daily Star წერს.

26 წლის ჯეიმს ბრაუნს ნიუკასლის სამეფო სასამართლომ 8 თვიანი პირობითი სასჯელი და 150 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა მიუსაჯა. მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც 2023 წელს საკუთარ სახლში ცეცხლი გააჩინა. პირველი გამოძახების დროს მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, ელექტროენერგია გამორთეს და წავიდნენ. თუმცა, ბრაუნმა ისინი მალევე გამოიძახა იმ მიზეზით, რომ ხანძარი ისევ გაჩნდა. სპეციალისტთა აზრით, ცეცხლის თავიდან გაჩენა შეუძლებელი იყო, ამიტომ ბრიტანელის ქცევაში ეჭვი შეიტანეს.

გამოძიების დროს კი დადგინდა, რომ ბრაუნი მეხანძრეებით იმდენად იყო გატაცებული, რომ ერთი წლის განმავლობაში მათ 80-ჯერ მაინც დაურეკა.

„როგორც ჩანს, მისი მთავარი ინტერესი მეხანძრეებთან დაკავშირება იყო და არა ცეცხლის გაჩენა“ – განაცხადა მოსამართლემ პროცესის დროს.

მამაკაცმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ „იდეალურ სამყაროში მეხანძრეობას ისურვებდა.“ მიუხედავად ამისა, სასამართლო მის მიმართ შეუვალი იყო, რამეთუ მის საქციელს სხვა ადამიანების დაზიანება შეეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები