არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა ავსტრალიაში ებრაული ფილმების ფესტივალზე, სადაც მელ გიბსონმა შეურაცხყოფა მიაყენა პრესის წარმომადგენელ ქალბატონს. მსახიობმა ჯერ ხელი ჰკრა და სახეში შეაფურთხა Daily Telegraph-ის ფოტოგრაფს, მერე კი უცენზურო სიტყვებიც მიაყოლა.

სკანდალი პაპარაციმ გამოიწვია, რომელიც 59 წლის ვარსკვლავის გადაღებას ახალ შეყვარებულთან – 24 წლის როზალინდა როსთან ერთად ცდილობდა. თუმცა, მელ გიბსონის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მსახიობს ქალბატონისთვის ხელი არ შეუხია და უბრალოდ თხოვა არ გადაეღო ფოტოები.