ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მეუღლე, მელანია, გამოცემა The Daily Mail-ს უჩივის. კერძოდ კი, მისის ტრამპს პრეტენზიები ბლოგერ ვებსტერ გრიფინ ტარპლისთან აქვს, რომელმაც ქალბატონის წარსულის შესახებ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა, საუბარია პროსტიტუციის ხელშეწყობაზე, რაც მელანიას ერთ-ერთ ყოფილ საქმიანობად არის მოხსენიებული.
„აღნიშნული მასალა 100%-ით ტყუილისგან შედგება, ხოლო ეს ტყუილი მის პერსონალაურ და პროფესიონალურ რეპუტაციას ლახავს. მორალური ზიანის მიყენებისთვის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 150 მილიონ დოლარს ითხოვს, ხოლო The Daily Mail -ის საქციელი ბოროტული, დამამციურებელი და უპატიებელია“, – ნათქვამია მისის ტრამპის ადვოკატის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარიის წარმომადგენელი, დონალდ ტრამპი, ჰილარი კლინტონის მთავარი კონკურენტია. ბოლო დროს, ტრამპის რეიტინგი მკვეთრად ეცემა სკანდალური განცხადებების გამო. ბუნებრივია, მისი მეუღლის მიმართ პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტორიც, პრეზიდენტობის კანდიდატის რეიტინგზე არც ისე სასიკეთოდ აისახება.