თუ ძველი ფლეილისტი უკვე მოგბეზრდათ, ახალის შესაქმნელად კი, იდეები არ გყოფნით, მიენდეთ ბედს და პროგრამისტების ნიჭს, რომლებმაც მუსიკის საძიებო საიტები ნებისმიერის ინდივიდუალური გემოვნების შესაბამისად შეიმუშავეს.
თუ მისცემთ საიტს შანსს გაანალიზოს მუსიკა, რომელსაც უსმენთ, ის აუცილებლად მოგცემთ რეკომენდაციას, კიდევ რომელ შემსრულებელს შეგიძლიათ მოუსმინოთ ამავე ჟანრში (ან სტილში). თქვენთვის სასურველი მუსიკალური შედევრების უკეთ მოსაძებნად საიტს მრავალი ფუნქცია აქვს, მათ შორის სიმღერების ტოპ-60, რომელსაც საიტის მომხმარებელთა უმეტესობა უსმენს. ერთი სიტყვით, ახალი სიმღერების გარეშე ნამდვილად არ დარჩებით, თუმცა საიტს ერთი მინუსიც აქვს – არ მუშაობს ყველა პლატფორმაზე კარგად.
პრაქტიკულად ეს საიტი არაფერს იძლევა გარდა რეკომენდაციებისა. შეიყვანეთ თქვენი საყვარელი შემსრულებლის ან ჯგუფის სახელი და საიტი გაჩვენებთ, რა მუსიკას უსმენენ ისინი, ვისაც იგივე შემსრულებლები მოსწოთ.
საიტზე მოცემული ნუსხიდან აირჩიეთ ”განწყობა” და საიტიც შესაფერისი სიმღერების ფლეილისტს შემოგთავაზებთ. საკმაოდ დიდი არჩევანია ”პოზიტივის” კატეგორიაში. შედარებით ნაკლებია ”მოწყენილობის” ან ”მელანქოლიის” კატეგიორიებში.
წინას მსგავსად ეს საიტიც განწყობის მიხედვით არჩევს მუსიკას, თუმცა აქ, არა მარტო შემოთავაზებული ნუსხიდან შეიძლება არჩევა, არამედ ნებისმიერი სიტყვის შეყვანა, რომელიც თავში მოგივათ, საიტი კი, უკვე გამზადებულ მენიუს შემოგთავაზებთ.
საიტი უახლეს მუსიკაზეა ორიენტირებული, ამიტომ ანსაკუთრებით თანამედროვე მუსიკის მოყვარულთათვისაა საინტერესო. აირჩიეთ Hot 100-ის კატეგორია და თავისუფლად შეგიძლიათ გაეცნოთ სრულ ნუსხას.
მიუთითეთ საიტზე შემსრულებლის სახელი და მიიღეთ ამ შემსრულებლის ჯერ ერთ სიმღერა (რომელიმე ალბომიდან), მერე კი სხვა შემოთავაზებები. სიმღერები, რომლებიც მოგეწონებათ აუცილებლად ”დაალაიქეთ”, რათა შედგეს სოლიდური ფლეილისტი და გაუადვილდეს საიტს თქვენს სურვილებში ორიენტირება და შესაბამისი მუსიკის შემოთავაზება.
ამ საიტზე საკმარისია თქვენი საყვარელი მუსიკის მოსმენა დაიწყოთ და შემოთავაზებებთან ერთად, მომხმარებელთა რეკომენდაციებს, ახალი კომპოზიციების საუკეთესო ათეულს და ჟანრობრივ რეკომენდაციებსაც სწრაფად მიიღებთ.
ეს საიტი ძირითადად ახალი შემსრულებლების და ჯგუფების წარდგენას ემსახურება, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ მიაგნოთ ახალ და არა მოძველებულ მუსიკას. Explore-ის კატეგორიაში კი, ყველაზე ტრენდული კომპაზიციებია თავმოყრილი.
როგორც წესი, ”განწყობის საიტები” ავტომატურად ახდენენ გენერირებას. აქ კომპოზიციებს მომხმარებლები აგროვებენ, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ მიაგნოთ ხელოვნების ნამდვილ შედევრებსაც. უბრალოდ საჭიროა საკვანძო სიტყვის შეყვანა.
სასტარტო გვერდზე შეიტანეთ იმ სამი ჯგუფის ან შემსრულებლის სახელი რომელიც მოგწონთ და მიიღეთ რამდენიმე ახალი ვარიანტი. იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული ვარიანტი მოგწონთ ”დაალაიქეთ” და მიახვედრეთ სერვისი რა მიმართულებით ეძებოს.