მექსიკაში 6 საათიანი რბოლისას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ–ერთი ეტაპია, მსაჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება ყვითელი დროშები აღემართათ, რაც პილოტებისგან სიჩქარის დაგდებას მოითხოვდა. რბოლა კი მხოლოდ იმის გამო შეჩერდა, რომ ტრეკზე ბეისბოლის ბურთი აღმოჩნდა. ვიდეორგოლი, სადაც ტრეკზე ბურთი ჩანს, WEC–ის Twitter–ზე გამოჩნდა. ბურთი ტრასის მეოთხე მოსახვევში შენიშნეს, მაშინ, როდესაც ფინიშამდე საათნახევარი იყო დარჩენილი. რბოლის შეჩერება კი ბურთის ასაღებად გახდა საჭირო. ტრასის ნაწილი მექსიკაში ბეისბოლის სტადიონის ტერიტორიაზე გადის.
ექვსსაათიანი რბოლის გამარჯვებულები Porsche–ს გუნდის მრბოლელები, ტიმო ბერნჰარდი, ერლ ბამბერი და ბრენდო ჰარტლი გახდნენ.