LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკურმა კარტელებმა ტურისტების გატაცებას მოუხშირეს

115
მექსიკურმა კარტელებმა ტურისტების გატაცებას მოუხშირეს

მექსიკაში წასულ ტურისტებს აფრთხილებენ, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა კრიმინალური დაჯგუფებების – კარტელების მსხვერპლი არ გახდნენ. Daily Mail-ის ინფორმაციით, მექსიკელები უცხოელებს გამოსასყიდის მოთხოვნით იტაცებენ.

მექსიკაში გაიზარდა შემთხვევები, როცა უცხოელები იყენებენ გაცნობის აპლიკაციებს (მაგალითად Tinder-ს), ხვდებიან ონლაინ ნაპოვნ პირებს, რომელთაც კრიმინალურ დაჯგუფებებთან აქვთ კავშირი და შემდეგ უგზო-უკვლოდ ქრებიან. მოგვიანებით მათ ახლობლებს კარტელის წარმომადგენლები უკავშირდებიან და გამოსასყიდს ითხოვენ.

ტურისტებს ურჩევენ:

შეხვედრები დანიშნონ მხოლოდ საჯარო ადგილებში;

არ დათანხმდნენ წასვლაზე უცნობთან სახლში ან სასტუმროში. ამ მოვლენების ფონზე უსაფრთხოების ექსპერტები დამსვენებლებს მოუწოდებენ, რომ მექსიკაში ონლაინ ნაცნობობისას მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები