LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს

47

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს.

მერაბ კვირიკაშვილი გუშინ გაეწერა. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურად მძიმეა. ისინი რეანიმაციაში ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ამ კვირაში მათთან დაკავშირებით არაფერი ახალი არ არის დაგეგმილი. მომავალ კვირას კი გადაწყდება, იქნება თუ არა საჭირო ოპერაციული ჩარევა. მათ მოტეხილობები აღენიშნებათ.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნებოდა. მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა კი მძიმე არ იყო.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები