LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-AMG GT Coupe

116
mercedes benz

რას აპირებს მერსედესი? არა, კონცეპტები, იდეები, ფუტურისტული გზაზე მოლივლივე პოდი არ მაინტერესებს. ამჯერად საინტერესოა, რეალურად რა სიახლეს სთავაზობს ავტობაზარს მსოფლიოს ყველაზე დონე კლასი. ეს სუბიექტურია და შეიძლება ასეთი ფამილიარობა არ შემეფერება, მაგრამ იმ კომენტატორს რა ვუთხარი საყვარელი გუნდის გატანილ გოლს უფრო ხმამაღლა რომ არ დაიძახებს. კარგი, დავუბრუნდეთ საქმეს.

AMG-ისგან ვიცით, რომ ის ერთად მუშაობდა SL და GT კუპეზე. ბევრი კრიტიკოსი თვლის, რომ მერსედესი პორშე 911-ის კონკურენტის დახვეწას და უბრალოდ მყარსახურავიან SL-კლასად ქცევად.

აღმოჩნდა, რომ ეს შორს არის რეალობისგან, ვინაიდან სწორედ ამ „დაახლოებისგან“ თავის ასარიდებლად კომპანიამ ახალ თაობაში GT Coupe-ს ფორმები საერთოდაც დაამრგვალა და მას მაქსიმალურად მოაშორა წახნაგები. 

ეგღა აკლია მერსედესს, ვინმეს მიბაძოს და მიემსგავსოს.

ჰოდა. წარმოგიდგენთ მეორე თაობის Mercedes-AMG GT Coupe-ს. ეს მაღალი წარმადობის ავტო, ახალ თაობაში გადაიქცა უფრო პრაქტიკულ 2+2 ავტოდ, 

რომელსაც აქვს სრულად მართვადი 4Matic+ სრული ამძრავი. ის გამოვა მხოლოდ „63“ და „55“ ვერსიებად და V8 ძრავით. 

AMG GT 63 გამოიმუშავებს 577 ცხენის ძალას 800 ნმ მაბრუნს, მისი ორმაგად ტურბირებული 4,0 ლიტრიანი V8-დან, რასაც ჩვენ კარგად ვიცნობთ SL 63-დან. ის ადგილიდან 60 მილამდე 3,1 წამში ჩქარდება, რითაც როდსტერს 0,4 წამით ჯობნის. უფრო დამშვიდებული AMG GT 55 კი 469 ცხენს გამოიმუშავებს და 700 ნმ მაბრუნს, რაც ასევე იგივეა რაც SL-55-ის მაჩვენებელი. მას 60 მილამდე ასაჩქარებლად 3,8 წამი სჭირდება. ტოპ ვერსიის მაქსიმალური სიცქარე არის 315 კმ/სთ, ხოლო  55-იანის 295 კმ/სთ. ორივე არის სრული ამძრაობის და დაწყვილებულია 9-სიჩქარიან ავტომატთან 

ავტომობილი დილერებთან მომავალი წლიდან გამოჩნდება. მისი ფასი ჯერ უცნობია, თუმცა შედარებისთვის გაგახსენებთ, რომ SL 55 ღირს $141,300 ხოლო SL 63 $183,000. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები