LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes AMG GT-ის საგზაო ვერსია ,,ტრანსფორმერებში’’ გამოჩნდება

60

,,ტრანსფორმერების’’ რეჟისორმა – მაიკლ ბეიმ გამოაქვეყნა საკუთარ საიტზე სურათი, სადაც Mercedes AMG GT-ის განსხვავებული ვერსიაა წარმოდგენილი, რომელიც ფილმში გამოჩნდება. სუპერქარის საგზაო ვერსია მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მეხუთე ვერსიის ნაწილი გახდება. კომპანიის ახალი მოდელი ავტობოტის დრიფტის სცენაში გამოჩნდება.

ფილმის მე-4 ნაწილში, ამ როლში უკვე ვიხილეთ Bugatti Veyron Grand Sport Vitesse-ი, რაც ამჟამად Mercedes AMG GT-ით ჩანაცვლდა.

ტრანსპორმერებისთვის განკუთვნილი ავტომწარმოებლის ახალი მოდიფიკაცია წარმოდგენილი იქნება შავი ფერის ექსტერიერით, წითელი დეტალებითა და სპეციალურად მისთვის შექმნილი დისკებით, რომლებიც ფილმის წარმომადგენლების მიერ იქნა კომპანიისთვის შეკვეთილი.

რაც შეეხება ტექნიკურ მაახასიათებლებს: სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით მოდელის მოდიფიცირებული, ფილმის ვარიანტის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური აღწერა არ არსებობს. მოდელის სერიული ვერსიის ტექნიკური მახასიათებლები კი შემდეგნაირად გამოიყურება: 585 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავი, 700 ნმ-ითა და ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები