LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-AMG Project One! – გერმანულ საიტზე კლიენტი „მერსედესის” რიგში ადგილს ყიდის

68

Mercedes-AMG Project One! სულ 275 ეგზემპლარი აიწყობა და თითოეული მათგანი 2,7 მილიონი დოლარი ღირს. მართალია ძვირია, მაგრამ ყველა მათგანი გაყიდულია.

ერთ-ერთი კლიენტი ყიდის ადგილს რიგში, თანაც ორჯერ ძვირად. გერმანულ საიტზე Mobile იყიდება ადგილი რიგში და ის 5,22 მილიონი დოლარი ღირს.

სხვათაშორის, მსგავსი შემთხვევის გამო Aston Martin-ის გენერალურმა დირექტორმა სახალხო განცხადებაც კი გააკეთა. მან განმარტა, რომ ნებისმიერს, ვინც Valkyrie-ს რიგში ადგილს გაყიდის, სამუდამოდ ჩამოერთმევა Aston Martin-ის ნებისმიერი ექსკლუზიური ავტომობილის შეძენის უფლება. ასეთივე სიტუაცია აქვს Ferrari-საც. რას მოიმოქმედებს Mercedes-Benz – ამას დრო გვიჩვენებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები