მერსედესმა გადაწყვიტა, რომ თავისი Roadster დრონისთვის დაეჯახებინა და შეჯიბრის ამსახველი ვიდეო თავის Youtube არხზეც გამოაქვეყნა. რბოლაში მონაწილე AMG 8 ცილინდრიანი ბიტურბო 4.0 ძრავითაა აღჭურვილი და 476 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0–დან პირველ „ასეულს“ სუპერქარი 3,9 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 302 კმ/სთ–ს შეადგენს. სარბოლო დრონი კი 100 კმ/სთ–ს ერთ წამში კრეფს და მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ–ია.
აღსანიშნავია, რომ რბოლაში გამარჯვებული 100, 200 და 300 მეტრიან დისტანციებზე გამოავლინეს.