LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz ავტომობილებში ხელოვნურ ინტელექტს დანერგავს

153
mercedess

Mercedes-Benz-მა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვირტუალური დამხმარე წარადგინა. 2024 წლისთვის საზოგადოებას საფირმო მულტიმედიურ სისტემა MBUX-ის  ახალ ვერსიას წარუდგენენ. გერმანელი ავტომწარმოებელი სიახლეს რევოლუციურ გადაწყვეტილებას უწოდებს და დარწმუნებულია რომ ასისტენტი Mercedes-Benz-ების მეპატრონეების უახლოესი მეგობარი გახდება.

ვირტუალური დამხმარე ნებისმიერი მძღოლის განწყობას და მართვის სტილს მოერგება, რაც აქცევს კიდეც მას განსაკუთრებულად.

MBUX-ის ახალ ვერსიაში სათამაშო ძრავა Unity-იც დაემატება, რაც გრაფიკის ხარისხს მაქსიმალურად გაზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები