ორი გერმანული კომპანიის Mercedes-ისა და BMW-ს პაექრობა საავტომობილო ბაზარზე გრძელდება. ამჯერად საქმე ეხება Mercedes-ს, რომელიც აპირებს შექმნას BMW i-ს მსგავსი დანაყოფი, რომელიც ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების დამზადებაზე იზრუნებს.
როგორც Mercedes-ის მარკეტინგის უფროსი, ოლე კალენიუსი აცხადებს, წლის ბოლომდე კომპანია 3 ელექტრომობილის პრეზენტაციას ჩაატარებს, აქედან ერთი B Class სერიაში გამოჩნდება, ხოლო დანარჩენი ორი smart-ის სახით იქნება წარმოდგენილი. მისივე ინფორმაციით შემდეგი წლიდან კი კომპანიის საწარმოო ხაზში 10 ჰიბრიდული ავტომობილი გამოჩდნება.
ამ დროისათვის Mercedes-Benz მობილიზებულია ავტომობილებში ნეგატიური აირების გამოყოფის ნულ პროცენტამდე დაყვანაზე, რაც კოლენიუსის თქმით, კომპანიის სერიულ წამრმოებაში არსებულ ავტომობილებს კიდევ უფრო პოპულარულს გახდის.
აქვე შეგახსენებთ, რომ BMW i წარმოადგენს ბავარიული ავტომწარმოებლის სპეციალურ დანაყოფს, რომელიც მხოლო და მხოლოდ ელექტრომობილების დამზადებაზეა ორიენტირებული. მათი ერთ-ერთი უკანასკნელი ავტომობილი კი i8 გახლავთ, თუმცა 2021 წლისთვის გაყიდვაში i Next გამოჩნდება.