LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ი BMW X4-ის კონკურენტს ამზადებს (ფოტო)

32

კომპანია Merecedes-Benz კვლავაც განაგრძობს კროსოვერის GLC Coupe-ს ტესტირებას, რომელიც სავარაუდოდ BMW X4-ის კონკურენტად მოიაზრება. ამ ეტაპზე, პაპარაცებმა შეძლეს და ავტომობილი ფაქტიურად კამუფლიაჟის გარეშე დააფიქსირეს.

ავტომობილის ცენტრალური საყრდენები ჩვეულებრივი GLC-ს საყრდენებს გავს, ყველაზე თვალშისაცემი კი ავტომობილის სახურავი გახლავთ, რომელიც კუპის მსგავსი სილუეტით არის წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფორმის ავტომობილი მეტად დინამიურად გამოიყურება, მინუსი თვალსაჩინოა – Mercedes-Benz GLC – ში უკან მჯდომი მგზავრებისთვის ნაკლები სივრცეა დარჩენილი…

იმის გათვალისწინებით, რომ GLC Coupe MRA პლატფორმაზეა დამზადებული, რაც იგივე GLC-ს პლატფორმაა, ძრავიც და ტრანსმისიაც იდენტური იქნება. ავტომოყვარულებს ახალი ავტომობილის ნახვა სავარაუდოდ მარტის ბოლოს ნიუ-ორკის მოტორშოუზე, ან აპრილში, პეკინის ავტოსალონზე შეეძლებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები