LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ის ავტომობილები მოძრაობის ზოლს ავტომატურად შეიცვლიან

121
Mercedes-Benz-ის ავტომობილები მოძრაობის ზოლს ავტომატურად შეიცვლიან

ახალი Mercedes-Benz-ები შეძლებენ რომ „გადაჯგუფება“ დამოუკიდებლად შეძლონ. ფუნქცია Automatic Lane Change ევროპის 33 ქვეყანაში 15 მოდელს დაემატება და მისი მიღება სისტემური განახლებით იქნება შესაძლებელი.

სისტემა 80-დან 140 კმ/სთ სიჩქარეზე იმოქმედებს, თუმცა მხოლოდ განსაზღვრულ მაგისტრალებზე. ელექტრონიკა ბრძანებას გადასწრების შესახებ თავად გასცემს და მანევრის დასრულების შემდეგ მანქანას თავის ზოლში დააბრუნებს. ტექნოლოგია მძღოლს იმაშიც დაეხმარება რომ საჭირო შესახვევი არ გამორჩეს.

სექტემბრის თვიდან სიახლით სარგებლობას Mercedes-Benz C-Class-ის, E-Class-ის, S-Class-ის, GLC-ის, CLE-ის, EQE-ის, EQS-ის, EQS SUV-ის და ასევე EQE SUV-ის მეპატრონეები შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები