Mercedes-Benz-მა გამოაქვეყნა მორიგი თიზერი, სადაც ახალი თაობის ჰეთჩბეკი A-Class-ია წარმოდგენილი. მოდელი 2 თებერვალს, ამსტერდამში, სპეციალურ ღონისძიებაზე გამოჩნდება პირველად.
ახალ ვიდეორგოლში შუქ დიოდური წინა და უკანა ფარები, ასევე ინტერიერის ელემენტებია წარმოდგენილი, მათ შორის 10,25 დიუიმიანი მულტიმედიური კომპლექსის დისპლეი.
მოდელს ახალი მულტიმედია MBUX ექნება, რომელიც თვით ათვისებადი ხელოვნური ინტელექტითა და ხმოვანი ბრძანებების ამომცნობი სისტემით იქნება აღჭურვილი. ის საჭის ღილაკზე თითის დაჭერით ამოქმედდება ფრაზით – „Hey Mercedes“.
მოდელის შესახებ სხვა ტექნიკური ინფორმაცია ცნობილი არ არის.