Mercedes-Benz-ის პიკაპი 3 მილიონ რუბლად შეაფასეს. გერმანულმა ავტომწარმოებელმა ახალი X-Class-ის ფასი გაამხილა. 2 ძრავითა და 3 დონიანი განათებით აღჭურვილი მოდელი ბაზარზე სულ მალე გამოვა. პიკაპი X 220-ისა და X 250-ის მოდიფიკაციას წარმოადგენს და 2,3 ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი დიზელის ძრავი აქვს დამონტაჟებული. აგრეგატი 163-დან 190 ცხენის ძალამდე ავითარებს. ავტომობილის საბაზისო ვარიანტი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იმუშავებს. ხოლო, მათთვის ვისაც უფრო ძლიერი ძრავის მიღება სურს, ახალ პიკაპში 3-ის ნაცვლად 5 მილიონი რუბლის გადახდა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ X-Class-ის საბაზისო მოდელი ABS-ით, კონდიციონერით, აუდიოსისტემით, 360 გრადუსიანი კამერით და ხელის მუხრუჭით იქნება აღჭურვილი.