Mercedes-Benz-მა ოფიციალურად განმარტა, თუ რატომ ჩაითვალა EQS ელექტრომობილი წარუმატებელ პროექტად. ოთხი წლის წინ კომპანიამ EQS წარადგინა — ელექტრო მოდელების ფლაგმანი, რომელიც ხშირად განიხილებოდა როგორც S-Class-ის ბატარეაზე მომუშავე ანალოგი. თუმცა მომხმარებლების რეაქციამ მოლოდინები ვერ გაამართლა.
Mercedes-ის მთავარი დიზაინერის, გორდენ ვაგენერის თქმით, საზოგადოებას მოდელის კონცეფცია არასწორად ესმოდა: EQS არასდროს ყოფილა “ელექტრო S-Class” და რეალურად, მრავალწლიან პერსპექტივაზე გათვლილი, პროგრესული იდეა იყო, რომელმაც თავის დროს გაუსწრო.
„ალბათ EQS იმაზე 10 წლით ადრე წარვადგინეთ, ვიდრე საჭირო იყო“— აღნიშნა ვაგენერმა.
რამ არ გაამართლა?
დიზაინი: EQS-ს უჩვეულო, ოვალური და ძლიერი აეროდინამიკური ფორმები არ შეესაბამებოდა მომხმარებლის მოლოდინს. ბევრმა ავტომობილს უწოდა „ჟელეს მსგავსი ლობიო“, რაც დიზაინის ზედმეტ გამარტივებას და სისუსტეს უსვამდა ხაზს.
მარკეტინგული ხარვეზები: კომპანიამ ვერ შეძლო პროდუქტის სწორად წარდგენა.
ვაგენერის თქმით, თუ EQS წარდგენილი იქნებოდა, როგორც ფუტურისტული CLS ან S-Class-ის კუპე, რეაქცია შესაძლოა პოზიტიური ყოფილიყო.