რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ვისაუბრეთ გერმანულ ავტობაზარზე ლიდერი ავტოკომპანიის მერსედესის შესახებ, რომელმაც ივლისში პრემიუმ კლასის ავტომობილების გაყიდვაში თანამემამულე AUDI და BMW უკან ჩამოიოტოვა.
როგორც ჩანს, Mercedes კვლავაც აგრძელებს მოხმარებელზე შთაბეჭდილების მოხდენას და ამჟამინდელი სტატისტიკის მიხედვით, კვლავ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. როგორც უცხოური პრესა იტყობინება, ამ საქმეში ყველაზე მეტად Mercedes-Benz იაპონიის საავტომობილო ბაზარი დაეხმარა.
ივლისიდან სექტემბრის თვეში Mercedes-ის გაყიდვები 1.8 მილიონით გაიზარდა, მაშინ როდესაც AUDI-ს გაყიდვების მაჩვენებელმა 1.4 მილიონით იმატა, ხოლო BMW-ს გაყიდვებმა კი 1.35 მილიონით.
როგორც ექსპერტები ამბობენ, წლევანდელ წელს Mercedes-ის პირველობა გარდაუვალია, თუმცა AUDI-ს ნამდვილად შეეძლო ღირსეული კონკურენციის გაწევა, რომ არა ის ცუდი ფაქტი, რაც კომპანია Volkswagen-ს შეექმნა ავტომობილებთან დაკავშირებით.