LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა იაპონიისთვის განსაკუთრებული „ღამის“ Maybach გამოუშვა

126
Mercedes-Benz-მა იაპონიისთვის განსაკუთრებული „ღამის“ Maybach გამოუშვა

MEredes-Benz-მა განსაკუთრებული „ღამის“ Maybach S 580 Night Edition იაპონიისთვის შექმნა. ფლაგმანი სედანის სულ 30 ეგზემპლარი დამზადდება და თითოეული ძარის და სალონის ექსკლუზიურ გაფორმებას მიიღებს, ასევე ძალიან მრავალფეროვან კომპლექტაციას. ხოლო, იმ შემთხვევაში თუკი უნიკალური მანქანის ყიდვის მსურველთა რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ავტომობილის შეძენის უფლებას ლატარიაში გაათამაშებენ.

ყველა ეგზემპლარს ერთნაირი ორ ფერში შესრულებული ვიზუალი, ვარდისფერი ოქრო რადიატორის ბადეზე და ძალიან მოდური სალონი ექნება.

ავტომობილი მოძრაობაში 4,0 ლიტრის V8 ძრავს მოჰყავს და აგრეგატს 496 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. Night Edition-ის ფასი 44 მილიონი იენიდან იწყება, რაც დაახლოებით 279 ათასი დოლარის ეკვივალენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები