Mercedes-Benz-მა უახლესი CLS-ის პირველი თიზერი გაავრცელა. ვიდეო ავტომწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოჩნდა და მასში ოთხკარიანი კუპეს მახასიათებლები იდეალურადაა ნაჩვენები. Mercedes-მა ავტომოყვარულებს საშუალება მისცა, რომ სიახლის დიზაინსა და ინტერიერს ნაწილობრივ გაცნობოდნენ, ტექნოლოგიური მახასიათებლები კი კვლავ საიდუმლოდ დატოვა.
CLS-ის კუპეს ოფიციალური პრეზენტაცია ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე 29 ნოემბერს გაიმართება. ამ მომენტისთვის კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მოდელს უახლესი 6 ცილინდრიანი ძრავი აქვს ჩამონტაჟებული.