Mercedes –Benz-მა უპილოტო ტრანსფორმერი გამოიგონა. მომავლის ფურგონს Vision Urbanetic ეწოდა და კომპანიამ მისი პროტოტიპი უკვე წარმოადგინა.
კონცეპტი ელექტრონული აგრეგატის მქონე პლატფორმას წარმოადგენს და ის ხელოვნური ინტელექტით იმართება. რაც შეეხება სიახლის პარამეტრებს, სიგრძე – 5,14 მეტრი, სიგანე კი 3,17 მეტრია. პროტოტიპს საჭიროების შემთხვევაში 12 მგზავრის გადაყვანა ან ტვირთის გადატანა და მისი საჭირო ადგილზე მიტანა შეეძლება. Vision Urbanetic-ის კონცეფცია გადატვირთული საგზაო მოძრაობის შემცირებაა, რამეთუ ტრანსფორმერს სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე მორგება შეეძლება.
გარდა ამისა, პროტოტიპს საგზაო მოძრაობის სხვა წარმომადგენლებთან „საუბარიც“ ასწავლეს. LED-პანელის დახმარებით, ავტომობილი ფეხით მოსიარულესა თუ სხვა მძღოლს ნიშანს მისცემს, რითაც აცნობებს, რომ ის შეამჩნია.