BMW ახალ Mercedes-Benz-ებს ძრავებს მიაწვდის. „გერმანული დიდი სამეულის“ ორი კონკურენტი ალიანსის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის, წერს გამოცემა Manager Magazin. თუ მხარეები შეთანხმდებიან, BMW-ის ოთხცილინდრიანი ძრავები უკვე 2027 წლიდან შეიძლება ჰიბრიდულ Mercedes-Benz-ებში გამოჩნდეს. მოსალოდნელია, რომ გერმანული კონცერნები გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებენ.
კერძოდ, მომავალი „მერსედესები“ შეიძლება ორლიტრიან ტურბო B48-ით აღიჭურვოს, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია იწარმოება და მრავალი BMW-სა და Mini-ს ამუშავებს. მაგალითად, მასზე ცოტა ხნის წინ გადავიდა BMW M2, რომელმაც ექვსცილინდრიანი ტურბოძრავა დაკარგა: „ოთხცილინდრიანი“ კუპეს 313 ცხენის ძალას აძლევს.
ასე, Mercedes-Benz შეძლებს შიდა წვის ძრავებით ახალი მოდელების შემუშავების ხარჯების შემცირებას. თუმცა, გარიგება შეიძლება უფრო შორსაც წავიდეს: გამოცემის წყაროთა ცნობით, მხარეები განიხილავენ ტრანსმისიებისა და მთელი ელექტრიფიცირებული დანადგარების გაზიარების შესაძლებლობასაც.
ამ თანამშრომლობის წყალობით Mercedes-Benz შეძლებს ფოკუსირება მოახდინოს ელექტროაგრეგატებზე, ასევე ექვს და რვაცილინდრიან ძრავებზე. თავის მხრივ BMW კი გაზრდის როგორც შემოსავალს, ასევე ძრავების წარმოების მოცულობას ავსტრიის შტაიერის ქარხანაში.