LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes – Benz სამუზეუმო სუპერქარს SLR McLaren-ს გაყიდის

69

Mercedes – Benz სამუზეუმო სუპერქარს SLR McLaren-ს გაყიდის. უნიკალური ავტომობილი, რომელიც ერთ-ერთია 150 ეგზემპლარიდან 2009 წელსაა გამოშვებული და მისი გარბენი 25 800 კმ-ია. სუპერქარის საწყის ღირებულებად 1,24 მილიონი ევრო სახელდება და ამ მომენტისთვის ლოტი შტუტგარტში მდებარე მერსედესის მუზეუმშია გამოფენილი.

შეგახსენებთ, რომ McLaren 722 Roadster გერმანული ბრენდისა და კომპანია McLaren-ის თანამშრომლობის შედეგია. მოდელს 5,5 ლიტრის მოცულობის V8 ძრავი აქვს და მას 650 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან 100 კმ-მდე მანძილს სუპერქარი 3,8 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 335 კმ/სთ-ია.

საინტერესოა, რომ SLR Mclaren-ის კიდევ უფრო ძვირფასი მოდელი 2009 წელს აწყობილი სპიდსტერი Stirling moss-ია. სუპერქარი 75 ეგზემპლარად გამოვიდა და მისი ტექნიკური მახასიათებლები 722 Roadster-ის ანალოგიურია. ხოლო, რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ამ შემთხვევაში ის 350 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები