LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz სასტიკი ეკონომიისთვის ემზადება

108
Mercedes-Benz სასტიკი ეკონომიისთვის ემზადება

Mercedes-Benz-მა ეკონომიკური პრობლემების გამო ხარჯების შემცირება გადაწყვიტა. კრიზისმა, რომელიც გერმანულ ავტო სამყაროს უტევს, Mercedes Benz-მდეც მიაღწია. მწარმოებელს მოუწევს, რომ უახლოეს წლებში გასავალი რამდენიმე მილიარდი დოლარით შეამციროს. ასეთი ნაბიჯის გადადგმას Mercedes-ს რთული ეკონომიკური სიტუაცია და ჩინეთის ბაზარზე გავლენების დაკარგვა აიძულებს. საქმე ისაა, რომ ჩინეთიდან გერმანელებს წარსულში სტაბილური შემოსავალი ჰქონდათ.

საინტერესოა, რომ ამჟამად Mercedes-Benz-ის გერმანიის ქარხნებში დაახლოებით 90 ათასი ადამიანი შრომობს. კომპანიას 5 ავტოქარხანა და ძრავის წარმოებისთვის განკუთვნილი 6 მოედანი ეკუთვნის. გარდა ამისა, ევროპაში Mercedes-ს ესპანური, უნგრული, პოლონური და რუმინული ქარხნებიც აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები