LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes E-Class-ის გამარიაჟებულმა მოდელმა დრიფტ-რეჟიმი მიიღო

77

კომპანია Mercedes-Benz-მა E-Class-ის ახალი თაობის გამარიაჟებული სედანი წარადგინა. ახალმა მოდელმა დრიფტ-რეჟიმი მიიღო, რომელიც სტანდარტული ვერსიისგან მკვვეთრად განსხვავდება. კომპანიაში სერიის მთელი ისტორიის განმავლობაში მოდელს ყველაზე მძლავრი E-Class-ის მოდიფიკაცია უწოდეს.

სედანი ორ ვარიანტადაა წარმოდგენილი – Mercedes-AMG E 63 4MATIC და E 63 S 4MATIC+. ორივე მოდელი აღჭურვილია 4-ლიტრიანი V8 ტიპის ტვინტურბო ძრავით, თუმცა პირველ მოდელს მეორესგან ცხენის ძალის ერთეულები და დრიფტ-რეჟიმი განასხვავებს. მაგალითად Mercedes-AMG E 63 4MATIC-ის აგრეგატი 563 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და წამში 750 ნმ ბრუნის სისწრაფით ხასიათდება, ხოლო E 63 S 4MATIC+ არც მეტი არც ნაკლები 603 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და 850 ნმ ბრუნის სისწრაფისაა. აღსანიშნავია, რომ 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.4 წამში ანვითარებს, ხოლო S მოდიფიკაცია – 3.3 წამში.

დრიფტ-რეჟიმი ხელმისაწვდომია მხოლოდ ტოპ ვერსიისთვის E63 S-ისთვის. რეჟიმი აქტიურდება საჭის დაბლა მდებარე სპეციალური სატერფულის გამოყენებით.

Mercedes-AMG E 63-ის მსოფლიო პრემიერა 16 ნოემბერს ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე შედგება. მოდელი წარმოდგენილი იქნება სპეციალური კომპლექტაციით Edition 1, ფასები ცნობილი 2017 წლის იანვარში გახდება. რაც შეეხება გაყიდვებს, სავარაუდოდ მარტისთვის უნდა ველოდოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები