LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-ის ელექტროქარი მწვანე ხაზის ფლაგმანი გახდება

62

ქსელში ელექტრონული სუპერქარის Mercedes Benz-ის პირველი გამოსახულება გავრცელდა. თიზერი, რომელზეც წლის მთავარი სიახლეა ასახული ბრენდის მთავარმა დიზაინერმა გორდენ ვაგენერმა გაავრცელა. შოუ-ქარის დებიუტი თვის ბოლოს, პებლ-ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე შედგება და ავტომოყვარულები მას დიდი მოლოდინით ელიან.

სპორტქარის ტექნიკურ მახასიათებლზე Mercedes ინფორმაციას არ ავრცელებს და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სიახლე ელექტრონულ ძრავს მიიღებს და ე.წ. „მწვანე“ ხაზის ფლაგმანი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ავტომწარმოებელმა „მწვანე“ სერიის პირველი მოდელი ცოტ ხნის წინ გამოაჩინა. პირველობა კროსოვერ EQC-ს ერგო და სიახლე 70 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელემენტითაა უზრუნველყოფილი. ყველგანმავალს ერთი დამუხტვით 482 კმ-ს გავლა შეუძლია და მისი გაყიდვები სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება.

 

https://motor.ru/news/eqsilverarrow-20-08-2018.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები