LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-მა ახალი სუპერქარი წარმოადგინა

52

კომპანია Mercedes-Benz-მა ახალი როდსტერის AMG GT-ის მორიგი მოდიფიკაციები წარმოადგინა. განახლებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ორი მოდელი სტანდარტულ 476 სიმძლავრის მქონე ვერსიად და გაძლიერებულ მოდიფიკაციად იქნა წარმოდგენილი.

გაძლიერებული ვერსია კომპანიის S და R სერიებს შორის დაიკავებს ადგილს და მისი ინდექსი C სიმბოლოთი განისაზღვრება. ახალი ,,ლამაზმანების’’ საჯარო ჩვენება სექტემბრის ბოლოს პარიზის მოტორშოუზე შედგება.

ახალმა, გაძლიერებულმა სუპერქარმა თვითმართვადი შასი და შეცვლილი უკანა ნაწილი მიიღო. იგი 47 ცხენის ძალის ერთეულით უფრო მძლავრი მოდიფიკაციაა, ვიდრე მისი კონკურენტი S სერიის წარმომადგენელი AMG GT S და 28 ცხენის ძალის ერთეულით სუსტი, ვიდრე R სერიის წარმომადგენელი AMG GT R.

მოდელის ძრავი ერთიანობაში მაქსიმალური დატვირთვით 557 ცხენის ძალის სიმძლავრით განისაზღვრა (680 ნმ ბრუნის სისწრაფით). ახალი სუპერქარი შვიდსიჩქარიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფითაა წარმოდგენილი.

გაძლიერებული მოდელი ნულიდან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 3.7 წამში ანვითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 316 კმ/სთ-ია. AMG GT როდსტერის სტანდარტული მოდიფიკაცია, გაძლიერებულ მოდელზე 65 კგ-ით მეტს იწონის და მისი წონა 1660 კგ-ს შეადგენს, რაც შეეხება C ინდექსის მოდელს, იგი 57 მმ-ით შემცირდა და მისი წონა შედარებით ნაკლებს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები