LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-მა განახლებული SLC გამოამზეურა

34

გერმანულმა ავტოგიგანტმა Mercedes-Benz-მა განახლებული როდსტერი SCL გამოამზეურა, რომლის ოფიციალური დებიუტიც 2016 წლის დეტროიტის ავტოშოუზე NAIAS-2016-ზე შედგება.

ძირითადი აქცენტები ავტომობილის ვიზუალურ მხარეზე გაკეთდა. განახლდა საქარე მინა, რომელსაც დიოდური განათების სისტემა დაემატა. განახლდა წინა და უკანა განათებისა სისტემა და აგრეთვე გამშვები სისტემაც.

გარდა ამისა, განახლდა ინტერიერიც.  განახლება შეეხო საჭეს, სამართავ პანელსა და სალონის ტყავსაც. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ძრავია.

 

 

ავტომობილი გაყიდვაში რამდენიმე მოდიფიკაციით იქნება წარდგენილი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კი 3 ლიტრიანი, Twin-Turbo V6 ტიპის AMG ძრავი იქნება, რომელის სიმძლავრეც 362 ცხენის ძალით განისაზღვრება, რაც ავტომობილს საშუალებას მისცემს 100კმ/სთ სიჩქარე 4,6 წამში განავითაროს. ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 250კმ/სთ იქნება.

 

 

სტანდარტული მოდიფიკაციის მოდელები 156,184, 245, da 204 ცხენისძალიან ძრავს მიიღებენ. ამ ეტაპზე ავტომობილის საბაზრო ღირებულება უცნობია, თუმცა, ფასი მისი მოდიფიკაციიდან გამომდინარე იმერყევებს. აგრეთვე ცნობილია ისიც, რომ განახლებული SLC წარმოებაში 2017 წლის  მარტიდან ჩაეშვება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები