სკანდალური მსახიობის, მერილინ მონროს პორტრეტი რეკორდულ 195 მილიონ დოლარად გაიყიდა. BBC-ის ინფორმაციით, ტილო Christie’s აუქციონზე იყო გამოტანილი.
ლოტი 1960-იან წლებში ცნობილმა მხატვარმა ენდი უორჰოლმა შექმნა და მას „ცისფერი მერილინი“ დაარქვა.
ზოგადად, მე-10 საუკუნეში შექმნილი ხელოვნების ნიმუშისთვის ასეთი ფასი ნამდვილად რეკორდულია, თუმცა აუქციონის სახლის წარმომადგენლები რატომღაც უფრო მაღალ თანხასაც ვარაუდობდნენ.
ვორჰოლის ნამუშევრების წინა რეკორდი 110,5 მილიონი დოლარია. რაც შეეხება „ცისფერ მერილინს“ მისი მფლობელი გახდა ამერიკელი არტ-დილერი, რომელიც რამდენიმე სამხატვრო გალერეის მფლობელია.