ცნობილი ამერიკელი მსახიობის, მერილინ მონროს საქორწილო კოსტიუმი აუქციონზე გაიყიდება. გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, ლოტი მონროს 1954 წელს ეცვა.
მაშინ მომღერალი ბეისბოლის მოთამაშე ჯო დი მაჯიოზე დაქორწინდა. კოსტიუმი ყავისფერი ორეულია, ქურთუკისა და ქვედაბოლოსგან შემდგარი, საყელოზე თეთრი ბეწვით.
მონრომ ისტორიული სამოსი ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა. ქორწილის შემდეგ კი თავისი პირადი ფოტოგრაფის სიდედრს უსახსოვრა.
ლოტის საწყისი ღირებულება 1,5-დან 2 მილიონი დოლარამდე იქნება.
მერილინისა და ჯოს ქორწილი კი მართლაც გრანდიოზული დღესასწაული იყო და ჩვენს დრომდე უამრავი ფოტო და ვიდეოა შემონახული.