LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი აუცილებლად დაბრუნდება

52

არგენტინის პრეზიდენტი: ”ეჭვი არ მეპარება, რომ ლიონელ მესი ნაკრებში დაბრუნდება”.
მაურისიო მაკრი პირადად ესაუბრა ”ბარსელონას” ფორვარდს.

”მე მას ტელეფონით ვესაუბრე და ეჭვი არ მეპარება, რომ დაბრუნდება. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”, – ციტირებს Daily Mail პრეზიდენტის სიტყვებს.

მესიმ არგენტინის ნაკრებში კარიერის დასრულება კოპა ამერიკაზე ფინალის წაგების შემდეგ განაცხადა.

საინტერესოა, რომ მაურისიო მაკრი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად 2015 წელს აირჩიეს, მანამდე ”ბოკა ხუნიორსის” პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები