LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი დააჯილდოვეს: ამჯერად ონკოცენტრის მშენებლობაში მონაწილეობისთვის

66
14871666483132

ლიონელ მესიმ ჯილდო მიიღო ონკოცენტრის მშენებლობის გამო. პარტნიორებთან ერთად მან ობიექტის მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო 2.6 მლნ ევრო ჩადო. საჭიროა 30 მლნ-ს შეგროვება.

„ბარსელონას“ ფორვარდმა Values Award 2020-ის ჯილდო მიიღო. ამ პრემიას იმ სპორტსმენებს აძლევენ, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საზოგადოების განვითარებაში.

ლეო მონაწილეობას იღებს მსოფლიოში უმსხვილესი ონკოლოგიური პედიატრიული ცენტრის მშენებლობაში. ეს ცენტრი ბარსელონაში მდებარე სენ ჟოან დე დეუს ჰოსპიტალში მოეწყობა.

Values Legend Award-ის სპეციალური ჯილდო გადასცეს ყოფილ „ბარსელონელ“ ჩავის. აღნიშნეს მისი ფეარ-პლეის თამაშის ერთგულება კარიერის განმავლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები