LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი დაბრუნდა: უარგენტინოდ სად შემიძლია

34

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებშია გამოძახებული ურუგვაისთან და ვენესუელასთან მატჩებისთვის.
„ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელმა გადაიფიქრა ეროვნული გუნდიდან წასვლა.

გეხსომებათ, ივნისის ბოლოს კოპა ამერიკის ფინალის წაგების შემდეგ მესიმ ნაკრებიდან წასვლაზე განაცხადა.

არგენტინას უახლოესი მატჩები მსოფლიოს შესარჩევები უწევს 1 და 6 სექტემბერს ურუგვაისთან და ვენესუელასთან.

სხვათა შორის, 27 გამოძახებულთა შორის არ არის მტრის ბანაკში (ნაპოლიდან იუვენტუსში) სკანდალურად გადასული გონსალო იგუაინი.

„არ მინდა არგენტინული ფეხბურთის კიდევ ერთი პრობლემა გავხდე. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მიყვარს არგენტინის ნაკრების მაისურა. მადლობა ყველას, ვისაც ჩემი დაბრუნება სურდა. იმედი მაქვს, უახლოეს ხანში მცირეოდენ სიხარულს მაინც მოგანიჭებთ“, – ნათქვამია არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ მიმართვაში.

მესის დაბრუნებაზე მამამისმაც თქვა და ინსტაგრამზე არგენტინის ფორმა გამოფინა.

მესის არგენტინის ნაკრებში 113 მატჩი აქვს ჩატარებული და 55 გოლი გატანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები