LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ისევ ვერ არის, ხალხი სტადიონზე მისვლას ვერ ასწრებს – ამბები მოკლედ

71
mini-2019-09-24-BARCELONA-VILLARREAL-08

ლეო მესი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მისი თამაში მომდევნო ტურში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ლეომ დაზიანება ლა ლიგის წუხანდელ შეხვედრაში მიიღო „ვილიარეალთან“ 2:1.

„ბარსა“ ლა ლიგის საწყის 6 მატჩში უშვებს გოლს პირველად პეპ გვარდიოლას სადებიუტო სეზონის შემდეგ.

მესი მეორე არაესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის 400 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში.

ლიონელ სკალონი: „მესი მსოფლიოში საუკეთესო იქნება რამდენ ხანსაც მოისურვებს“.

ანტუან გრიზმანი: „არც ისე ცუდი ვარ „ბარსაში“, უკვე სამი გოლი გავიტანე“.

 

მაურიციო სარი: „იუვენტუსს დაცვაში თამაში აქვს გასაუმჯობესებელი“.

 

„ტოტენჰემი“ ლიგის თასიდან გამოვარდა, ლონდონელებმა მე-4 დივიზიონის გუნდთან წააგეს“.

„ვესტ ჰემმა“ სამუდამოდ, სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალა ფანს მატჩებზე დასწრება რასიზმის გამო.

„არსენალისა“ და „ნოტინჰემის“ მატჩი 15 წუთით გადაიდო. გულშემატკივრები გზებზე პრობლემების გამო სტადიონზე მისვლას ვერ ასწრებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები