ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური ჩატარებულია. ტრადიციულად უეფამ ოფიციალურ საიტზე ამ პირველი თამაშების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.
უეფამ სიმბოლურში “იუვენტუსის” 4 ფეხბურთელი შეიყვანა. ბუნებრივია მათ შორის ვერ იქნება ნაადრევად და საკამათოდ გაგდებული რონალდო, სამაგიეროდ მესი ულაპარაკოდ მოხვდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სომბოლურში ერთი-ორი შედარებით უცნობი ფეხბურთელიც მოხვდა.
მეკარე: ვოიცეხ შესნი (იუვენტუსი)
მცველები: ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), მარსელო (რეალი), ლეონარდო ბონუჩი, ჟოაო კონსელუ (ორივე იუვენტუსი), დავიდ ალაბა (ბაიერნი)
ნახევარმცველები: პოლ პოგბა (მანჩესტერი), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა), მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი)
თავდამსხმელები: მიხაელ კრმენჩიკი (პლზენი), ლიონელ მესი (ბარსელონა)