LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი, მესი, ო მესი – ლეო ისევ ყველას ჯობია

31093510_10213581301101613_1901128429890174976_n

„ბარსელონას“ არგენტინელი სუპერბიჭი ლიონელ მესი 2018 წლის მონაცემებით ბევრ რამეში ყველას ჯობნის. რა გასაკვირი ეს ამბავია, მაგრამ ვნახოთ ლეომ ამჯერად რაში გამოიჩინა თავი. საუბარია TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატებსა და კალენდარულ წელიწადზე.

მესიმ

ყველაზე მეტი გოლი გაიტანა;

ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა შეასრულა;

ყველაზე მეტი წარმატებული ფინტი ჰქონდა;

ყველაზე მეტი ჯარიმა გაიტანა;

ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან;

ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა.

 

მიმდინარე სეზონში, 31 წლის მესის ლა ლიგის 15 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი და პლუს 10 საგოლე პასიც გააკეთა.

ამასთან, საინტერესოა, რომ მესიმ 2007 წლიდან მოყოლებული მთელი წლის განმავლობაში პირველად ვერ გაიტანა გოლი თავით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები