ლეო მესი რონალდოს დაეწია ტოპ 5 ჩემპიონატში გოლების მიხედვით. ახლა ორივეს 414 გოლი აქვთ გატანილი.
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა მორიგი ბურთი სტუმრად „ვილიარეალს“ შეუგდო (4:4).
ეს 31 წლის არგენტინელისთვის ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი 414-ე გოლია.
ამით მესი „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს დაეწია ევროპის ხუთ წამყვან ჩემპიონატებში გატანილი გოლებით.
34 წლის რონალდოს 311 გოლი აქვს გატანილი ლა ლიგაში „რეალის“ შემადგენლობაში, 84 – პრემიერლიგაში „მანჩესტერის“ რიგებში და 19 სერია ა-ში „იუვენტუსის“ მაისურით.
ამავე დროს, მესიმ რონალდოს გაუსწრო ლა ლიგაში გატანილი სტანდარტებით.
მესიმ გოლი“ვილიარეალს“ 90-ე წუთზე პირდაპირ საჯარიმოდან გაუტანა.
პორტუალიელს 80 სტანდარტული აქვს გატანილი – 19 ჯარიმიდან და 61 პენალტით.
მესის კი უკვე 81 სტანდარტი მოუგროვდა – 29 ჯარიმიდან და 52 პენალტი.