LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი რონალდოს გაუთანაბრდა, ლევანდოვსკიმ ძველისძველი რეკორდი დაამხო

108
mini-2019-11-09-BARCELONA-CELTA-64

ლეო მესი ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი ჰეთ-თრიქებით რონალდოს დაეწია.
პრიმერას მე-13 ტურში „ბარსელონამ“ შინ 4:1 მოუგო „სელტას. 32 წლის მესიმ სამი გოლი გაიტანა. ეს მისი 34-ე ჰეთ-თრიქია ლა ლიგაში. ამდენივე აქვს კრიშტიანო რონალდოს, რომელიც ახლა უკვე იტალიაშია.

ამასობაში გერმანიაში რეკორდს რეკორდზე ამყარებს რობერტ ლევანდოვსკი. ბუნდესლიგის მე-11 ტურში „ბაიერნმა“ პოლონელის ყოფილ გუნდს „ბორუსიას“ 4:0 გადაუარა. 31 წლის ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და ჩემპიონატში ზედიზედ მე-11 მატჩში გაიტანა. ეს გერმანიის პირველობისთვის რეკორდია: წინა მიღწევა 10 თამაში იყო და ის „კიოლნის“ ფორვარდ კლაუს ალოფს (1984 წ) და დორტმუნდში მოთამაშე პიერ-ერიკ ობამეიანგს (2015 წ) ეკუთვნოდა.
ლევანდოვსკი ასევე გახდა რეკორდსმენი ტურნირის სტარტზე გატანილი გოლების რაოდენობით. 11 ტურში მან 16-ჯერ აიღო მეტოქის კარი და ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა, რომელიც შორეულ 1968/69 წლების სეზონში დამყარდა. გერმანელმა მაშინ 15 გოლი შეაგდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები