LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი საოპერაციოა

39

”ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების ფორვარდ ლიონელ მესის სავარაუდოდ ოპერაცია დასჭირდება.
კონსერვატორიული მეთოდები არ ჭრის.

მესი ნაკრებიდან ბარსელონაში ნაადრევად დაბრუნდა საზარდულის გაუთავებელი პრობლემების გამო. სპეციალისტებმა მკურნალობის ოთხი ვარიანტი შეიმუშავეს, მათგან ორი უკვე ჩაფლავდა, ხოლო ის ვარიანტი, რომელიც ხანგრძლივ დასვენებას ითვალისწინებს, ”ბარსელონას” არ აწყობს, წერს ”მარკა”. სავარაუდოდ, მესის ოპერაცია ელის.

არადა, ოთხშაბათს ლეო სავარჯიშოდ გავიდა, ხოლო ლუის ენრიკეს იმედი აქვს, რომ ყველაზე მთავარი ფეხბურთელი ”ალავესთან” ითამაშებს კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები