LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ტრავმირებულია

33

ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში კატალონიის „ბარსელონამ“ შინ „ლას პალმასი“ 2:1 დაამარცხა. ლუის ენრიკეს გუნდს გამარჯვება ძვირად დაუჯდა, რადგან მატჩის დაასაწყისში ტრავმა მიიღო არგენტინელმა ფორვარდმა, ლეო მესიმ. მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედანი დატოვა.

ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მესის მარცხენა ფეხზე აქვს პრობლემები და ის, დაახლოებით, 7-8 კვირა თამაშს ვერ შეძლებს.

28 წლის ფორვარდი „ლევერკუზენის ბაიერთან“, „სევილიასთან“, რაიო „ვალეკანოსთან“, „ბატესთან“, „ეიბართან“, „ხეტაფესთან“, „ბატესთან“ და „ვილიარელთან“ მატჩებს გამოტოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები